გაბრიელ პაულისტა “არსენალში” გადავიდა

“ვილიარეალის” მცველი გაბრიელ პაულისტა ლონდონის “არსენალში” გადავიდა. მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

24 წლის ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ოცივე მატჩი მიიღო მონაწილეობა.

ხელშეკრულების თანახმად, “ვილიარეალში” იჯარის წესით ითამაშებს “მეთოფეთა” თავდამსხმელი იოელ კემპბელი.

 

გაბრიელი “არსენალში” გადადის

ლონდონის “არსენალმა” “ვილიარეალის” ცენტრალურ მცველ გაბრიელ პაულისტას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

დამდეგი კვირის დასაწყისში გარიგებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხები მოგვარდება, რის შემდეგაც 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ოფიციალურად შეუერთდება “მეთოფეთა” რიგებს.

გაბრიელმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ოცივე მატჩი მიიღო მონაწილეობა.