რატომ გააძევეს მოედნიდან “ანდერლეხტის” ნახევარმცველი სტივენ დეფური (ვიდეო)

25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატში “სტანდარტმა” საკუთარ მოედანზე “ანდერლეხტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 53-ე წუთზე “ანდერლეხტის” ნახევარმცველმა სტივენ დეფურმა ბურთი “სტანდარტის” ფანების ტრიბუნისკენ გადააგდო, მსაჯმა კი მას ამის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ დეფური 2006 წლიდან 2011 წლის ჩათვლით “სტანდარტის” ღირსებას იცავდა და ამ გუნდის კაპიტანიც იყო, სტადიონზე კი მასპინძელთა გულშემატკივრებს მისი დამცინავი ბანერები ჰქონდათ ჩამოკიდებული.

Defour