არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ მოთამაშის კარიერა დაასრულა.
36 წლის ფეხბურთელი უკანასკნელად “არგენტინოს ხუნიორსში” თამაშობდა, რომლის რიგებიც გასული წლის დეკემბერში დატოვა.
“გადავწყვიტე, რომ ფეხბურთი აღარ ვითამაშო”, – აღნიშნა რიკელმემ.
რიკელმეს კარიერის განმავლობაში ოთხ კლუბში უთამაშია: “ბოკა ხუნიორსში”, “ბარსელონაში”, “ვილიარეალსა” და “არგენტინოს ხუნიორსში”. მას არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 51 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.