თბილისის “დინამო” ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

საქართველოს თასის მფლობელი, “დინამო თბილისი” ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით თბილისელთა რიგებში აღარ ითამაშებენ ფორავარდები მანუელ ონვუ და გიორგი ჩირგაძე. ასევე გუნდს სერბი ნახევარმცველი სტეფან ბულორაცი და მცველი ვაჟა ტაბატაძე დაემშვიდობნენ.

შეგახსენებთ, რომ ბუკორაცი, ონვუ და ტაბატაძე “დინამოს” ზამთრის სატრანსფერო ფანრჯის დროს შეურთდნენ. ჩირგაძემ კი თბილისელთა რიგებში სეზონის სრულად ჩაატარა.

ონვუმ უმაღეს ლიგაში “დინამოში” ჩატარებულ 10 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო “სამტრედიასთან” თასის ფინალურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ჩირგაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 34 შეხვედრაში 9 გოლია. ბუკორაცმა და ტაბატაძემ “დინამო” უგოლოდ დატოვეს.

ონვუმ ვარჯიში დაიწყო

როგორც Fanebi.com-ისთვის გახდა ცნობილი, თბილისის „დინამოს“ ესპანელმა თავდამსხმელმა მანუელ ონვუმ ვარჯიში განაახლა.

სავარაუდოდ, 27 წლის ფეხბურთელი მოედანზე ორ კვირაში – 19 აპრილს დაბრუნდება, როდესაც „ლურჯ-თეთრები“ „დინამო არენაზე“ „ვიტ ჯორჯიას“ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ონვუ „დინამოში“ იანვარში „ოსასუნადან“ გადავიდა და ამ პერიოდში უმაღლეს ლიგაში სამი გოლით გამოირჩა.

თბილსის “დინამოს” “ოსასუნას” ფოვარდი შეუერთდა

ანტალიაში შეკრებაზე ჩასულ “დინამოს” კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა. დღეს, თბილისელებთან ერთად პირველად ივარჯიშა მანუელ ონვუმ.

27 წლის ესპანელი შემტევი ბოლო 5 წელია “ოსასუნას” ღირსებას იცავს. ონვუს პამპლონურ გუნდთან ერთად პრიმერა და სეგუნდა დივიზიონში უთამაშია. მიმდინარე სეზონში ესპანელმა შემტევმა თავისი ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.