„ბოლტონი“ თითქმის გაკოტრდა

ერთ დროს ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „ბოლტონის“ ვალები ამჟამად 235,4 მილიონ ევროს შეადგენს.

ორშაბათს ლონდონის სასამართლომ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო საშემოსავლო სამსახურის კლუბის საქმიანობის შეჩერების მოთხოვნის მიუხედავად, „ბოლტონს“ პოტენციური მყიდველების მოსაძებნად დამატებითი დრო მისცა, რის შესახებაც ВВС იუწყება.

ბოლტონური კლუბი „კრაისტ ჩერჩი“ 1874 წელს შეიქმნა. სამ წელიწადში კლუბს „ბოლტონ უონდერერსი“ დაერქვა, რომლითაც ის დღემდე თამაშობს.

ამჟამად „ბოლტონი“ ჩემპიონშიპის ბოლო ადგილზე იმყოფება.

ოფიციალურად: ადამ ბოგდანი “ლივერპულის” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, “ლივერპულის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია, ზაფხულის მესამე ტრანსფერის გაფორმების შესახებ.

ახალწვეულია “ბოლტონის” 27 წლის უკვე ექს-მეკარე, ადამ ბოგდანი, რომელიც 1 ივლისს, მერსისაიდულ გუნდს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

უნგრელი მეკარე “წითლების” მესამე ოფიციალური შენაძენია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. მათ მოახერხეს ჯეიმს მილნერისა და დენი ინგსის გაფორმება. აქვე დავამატებთ, რომ ისინიც უფასოდ აიყვანეს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის საოცარი გოლი (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ბოლტონში“ იჯარით გადასულ საიდი იანკოს გუშინ ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. „ბოლტონის“ მეტოქე „ფულჰემი“ იყო, რომელიც გუნდმა ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

19 წლის შვეიცარელმა ხსენებულ მატჩში მარჯვენა ფლანგზე ითამაშა და, უბრალოდ, შეუდარებელი იყო. იანკომ ეიდურ გუდიონსენს საგოლე პასი გაუკეთა, მოგვიანებით კი თავი ულამაზესი გოლითაც გამოიჩინა.

ტომ ინსმა “ბოლტონს” შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

7 თებერვალს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “დერბიმ” საკუთარ მოედანზე “ბოლტონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ტომ ინსმა “ბოლტონის” კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

იხილეთ 0:20-დან:

ბოლტონი გუდიონსენს დაიმატებს

“ბოლტონის” თავკაცმა ნილ ლენონმა განაცხადა, რომ მის გუნდს უახლოეს მომავალში ეიდურ გუდიონსენი შეუერთდება.

“ხელი თუ არაფერმა არ შეგვიშალა, შეთანხმება უპრობლემოდ განხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ ეიდური ჩვენთან უკვე უახლოესი მატჩისთვის იქნება. ვფიქრობ, ის გუნდს ძალიან გამოადგება. თუმცა, ჩემპიონშიპის სპეციფიკის ასათვისებლად მას დრო დასჭირდება” – განაცხადა ლენომმა.

გუდიონსენი “ბოლტონის” ღირსებას 1998-2000 წლებში იცავდა. ისლანდიელი ფორვარდი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

 

შოტლანდიური იუმორი?

შოტლანდიური “პატრიკ სიტის” 19 წლის ფორვარდი ჰარი ფრეიზერი საახალწლო დღეებში ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს უამრავი ჟურნალისტისა და გულშემატკივრის წინაში გამართულ ვარჯიშზე, საკმაოდ საინტერესო კოსტიუმი ჩააცვეს. ამის მიზეზე კი ის გახდა, რომ უიღბლო ჰარი კვირის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად იქნა დასახელებული და საკმაოდ დამამცირებელი სასჯელიც მიიღო.

ფრეიზერი, “პატრიკში” იჯარის წესით იმყოფება, ფეხბურთელი ინგლისური “ბოლტონის” საკუთრებაშია. ახალგზარდა მოთამაშეს შოტლანდიურ გუნდში დამკვიდრება ჯერ-ჯერობით უჭირს.

0_15cea3_3535aa52_XL