„ინტერის“ ახალწვეულმა მაცელო ბროზოვიჩმა თავის ტრანსფერზე ისაუბრა.
„აქ ყოფნაზე ყოველთვის ვოცნებობდი. „ინტერი“ დიდებული კლუბია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ასეთი კარგი გულშემატკივრები აქამდე არასდროს მინახავს.
იმედია, ჩემზე დაკისრებულ იმედს გავამართლებ. ჯერ ახალგაზრდა ვარ და მომავალში, უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაზე ვოცნებობ.
საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვითამაშებდი. ყველაფერი სქემისგან იქნება დამოკიდებული. თამაშის მანერით, ფრენკ ლამპარდს ვგავარ. მსურს, მისი დონის მოთამაშე გავხდე“, – განაცხადა ბროზოვიჩმა.