“პარმას” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონი “მილანის” წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “როსონერის” კარგი პერიოდი არ უდგას.
შეგახსენებთ, რომ დღეს “მილანი” “პარმას” საკუთარ მოედანზე მიიღებს, მატჩი თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
“მილანს” ახლა კარგი პერიოდი არ უდგას. რა თქმა უნდა, პრობლემები არც ჩვენ გვაკლია, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს. წნეხის გარეშე ვითამაშებთ და შევეცდებით, კარგ შედეგს მივაღწიოთ”, – ამბობს დონადონი.