რონალდინიომ სიმულიანტობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

31 იანვარს, მექსიკის ჩემპიონატში, “კერეტარომ” საკუთარ მოედანზე “სანტოს ლაგუნა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

“კერეტაროს” სათადარიგოთა რიგებში იყო ვეტერანი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. ბრაზილიელმა შემტევმა 90-ე წუთზე სიმულიანტობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.