“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩავიმ პრესასთან 3 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა,სადაც ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და ტურინის “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან.
მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგას “იუვენტუსი” მოიგებს და მინდა ასეც მოხდეს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ჯიჯი ბუფონისთვის მინდა.
თუ ის ამ ტიტულის მოგებას შეძლებს, ეს მის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის პირველი გვირგვინი იქნება. ბუფონისკენ ვარ, ისე კი, შანსები 50-50-ზეა,” – აცხადებს ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი.