50 ევრო, რონალდუს გაძევება და რუმინელი ფეხბურთელის აუხდენელი ოცნება

“კორდობას” საუკეთესო პერიოდი გასული საუკუნის 60-იანი წლები იყო, ახლა კი გუნდის გულშემატკივრებს პრიმერაში ყოფნაც აბედნიერებს. “კორდობას” ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ხელმძღავნელებიც მაქსიმალურად ცდილობენ თანხის დაზოგვას. ეკონომია ეკიპირებასაც შეეხო. “კორდობას” ხელმძღვანელები იმ მოთამაშეებს, ვინც მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან მაისურებს ცვლის, 50 ევროთი აჯარიმებს.

20 დეკემბერს “კორდობას” რუმინელმა ლეგიონერმა ფლორინ ანდონემ მაისური ლუის სუარესს გაუცვალა. “სუარესმა მაისური მხოლოდ ჩემი ფორმის სანაცვლოდ გამიცვალა. ამან ძალიან გამახარა და 50 ევროზე არც მიფიქრია” – იხსენებს ანდონე.

რუმინელმა ტოპ ფეხბურთელის მაისურის მოპოვებაზე “რეალთან” შეხვედრამდეც ისაუბრა.

“ვიცი, რომ რონალდუსთან მაისურის გაცვლის შემთხვევაში 50 ევროს გადახდა კვლავ მომიწევს. მაგრამ, ეს საკითხი არ მაღელვებს. სხვა საქმეა, რომ მსგავსი სურვილი მხოლოდ მე არ მაქვს” – განაცხადა ანდონემ.

თუმცა, რუმინელის ოცნება ვერ ასრულდა. მატჩის 82-ე წუთზე კრიშტიანუმ ედიმართან კონფლიქტის გამო წითელი ბართი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

NxepY0L

საინტერესოა, რომ “კორდობა” ერთადერთი ევროპული კლუბი არ არის, სადაც ფეხბურთელები მაისურის გაცვლისთვის ისჯებიან. ცოტა ხნის წინ “კემბრიჯის” მწვრთნელმა რიჩარდ მანიმ თავისი მოთამაშეები გააფრთხილა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის შემდეგ მეტოქესთან ფორმის გაცვლის შემთხვევაში მათ კლუბის ბიუჯეტში 40 გირვანქის გადახდა მოუწევთ.

“ჩვენ ფორმის მხოლოდ ორი კომპელქტი გვაქვს და იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მოთამაშეებმა ეკიპირების ნაწილი სხვა გუნდების მოთამაშეებს მისცენ. ჩვენ პრემიელიგაში არ ვართ, სადაც მაისურებს შესვენების დროსაც კი ცვლიან.”