დურანტმა ჟურნალისტს უტვინო უწოდა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდი კევინ დურანტი ჟურნალისტ კრის პალმერის სიტყვებით უკმაყოფილო დარჩა. ცნობისთვის, პალმერმა „ოკლაჰომას“ ხელმძღვანელობა ნიკ კოლისონთან კონტრაქტის გახანგრძლივების გამო გააკრიტიკა.

„მოთამაშემ, რომელიც საშუალოდ ერთ მატჩში სამ ქულასა და სამ მოხსნას აგროვებს, ორწლიანი კონტრაქტი და რვა მილიონი დოლარი მიიღო. არ გამიკვირდება, თუ „ოკლაჰომა-სიტი“ პლეიოფში ვერ მოხვდება“, – დაწერა პალრმერმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

„ძალიან საინტერესოა მსგავსი აზრის მოსმენა იმ უტვინო ადამიანსიგან, რომელიც ESPN-იდან გაუშვეს“, – დაწერა თავის მხვრივ კევინ დურანტმა.