ლაკაზეტი: “როდესაც კითხვები მაქვს, ვიცი ვისთან უნდა მივიდე”

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ალექსანდრე ლაკაზეტიმ SFR Sport-თან სანტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

მეთოფეების შემტევმა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა: “ადაპტაციის გავლა ბოლომდე ჯერ ვერ მოვახერხე, ინგლისურ ფეხბურთში არის დეტალები, რომლებმაც ჩემი გაოცება მოახერხა. ვცდილობ ვუყურო განვლილ შეხვედრებს, რათა გამოვასწორო ჩემი შეცდომები და უკეთ გავერკვე პრემიერ ლიგის თავისებურებებში.”

“ვფიქრობ, მსჯთა გადაწყვეტილებები, ხშირად მკაცრია, მაგრამ ჩემსავით ამით არავინ არის გაკვირვებული, ამიტომაც ვცდილობ, დავარწმუნო ჩემი თავი, რომ ეს ნორმალურია.”

“ტიერი ანრი ჩემი იდეალია, ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ის ყოველთვის მაძლევს რჩევებს და ვიცი შემიძლია დახმარებისათვის მას მივმართო,” – განაცხადა ლაკაზეტმა.

ამ მომენტისათვის ფრანგს შვიდ შეხვედრაში ოთხი გოლი აქვს გატანილი და თავისი გუნდის საუკეთესო გოლიადორია.

“არსენალი” ლაკაზეტის სანაცვლოდ 44 მილიონ ფუნტს იხდის

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა ფრანგულ “ლიონთან” ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Guardian ადასტურებს.

ლონდონელები მზად არიან ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონი ფუნტი გადაუხადონ “ლიონს”.

როგორც ცნობილი ხდება, “ლიონი” მსგავსი ტიპის შეთავაზებით კმაყოფილია და ახლა ჯერი ლაკაზეტზეა, რომელსაც მომავალ კვირას უნდა შეხვდეს “მეთოფეთა” მთავარი სკაუტი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აქამდე ლაკაზეტს მადრიდულ “ატლეტიკოსთანაც” აკავშირებდნენ.

ლაკაზეტი: „ლიონს“ პსჟ-ს დამარცხება ჩემ გარეშეც შეუძლია“

„ლიონის“ თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის თქმით, მის გუნდს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოახლოებული მატჩის მოგება მის გარეშეც შეუძლია.

„თანაგუნდელების მჯერა. ვიცი, რომ  მათ პსჟ-ს დამარცხება ჩემ გარეშეც შეუძლიათ. შევეცდები, გუნდს დავეხმარო და თითოეულ მოთამაშეს გავესაუბრო. იმაზე, რომ მატჩს გამოვტოვებ, ბევრს საუბრობენ, თუმცა მთელი ყურადღება იმ ფეხბურთელებზეა გადასატანი, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრაში ითამაშებენ“, – განაცხადა ლაკაზეტმა.

ცნობისთვის, სავარაუდოდ, პსჟ-სთან მატჩს ლაკაზეტი ტრავმის გამო გამოტოვებს. ამჟამად 23 წლის ფეხბურთელი 22 გოლით საფრანგეთის პირველობის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.