“ინტერი” კოლუმბიელ მცველს დაიმატებს

“გრანადას” კოლუმბიელმა მცველმა ხეისონ მურილიომ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს მილანის “ინტერში” გადავა.

“მადლობა ღმერთს, რომ ამ ზაფხულს “ინტერში” გადასვლის შესაძლებლობა მეძლევა. კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. სეზონის დარჩენილ ნაწილს “გრანადაში” გავატარებ. ყველას კარგად ახსოვს ივან კორდობა, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა “ინტერში”. ვიმედოვნებ, ანალოგიურ შედეგს მეც მივაღწევ”, – ციტირებს მურილიოს სიტყვებს Caracol Radio.

ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ ფასდება. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი “ინტერთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.