ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, bleacherreport.com-მა საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა შეაფასა.
სტუმრების გამარჯვებით დასრულებულ შეხვვედრაში ცნობილი გამოცემის ანალიტიკოსებმა მატჩის გმირი და ანტიგმირი გამოავლინეს.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მარკო როისი დასახელდა, ხოლო ანტიგმირად კი უცხოელმა სპეციალისტებმა კახა მახარაძე მიიჩნიეს.
შეგახსენებთ, რომ დინამო არენაზე გამართული დაპირისპირება გერმანელებმა როისის და მიულერის გოლებით მოიგეს.