ბუბა ბერიშვილი: “ლეგიონერები დღეს ჩამოვიდნენ”

საკალათბურთო სუპერლიგაში “შსს-აკადემია” – “მგზავრები-არმიას” დასრულების შემდეგ შეხვედრა არმიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა შეაფასეს.

ბუბა ბერიშვილი: “ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას. ერთი კვირის განმავლობაში 5:5-ზეც კი ვერ ვივარჯიშეთ. ბევრი ტრავმირებული გვყავდა, ბაბუნშვილი “დინამოში” გადავიდა. თუმცა, დღევანდელი თამაში საინტერესო გამოდგა და გამარჯვებაც შეგვეძლო. მომავალში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვედებით. ჩვენი ლეგიონერები დღეს დილით ჩამოვიდნენ და მომდევნო კვირას გუნდთან ერთად იქნებიან.”

მერაბ ბოქოლიშვილი: “ვულოცავ შსს-ს გამარჯვებას. ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთსო გუნდია. მიუხედავად ამისა, ბოლო წუთებამდე ორივე გუნდს შეეძლო თამაშის მოგება. თუმცა, გამოცდილების ხარჯზე ჩვენზე ნაკლები შეცდომა დაუშვეს.”