დურანტი: „ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა „ნიუ-ორლეან პელიკანსთნა“ მარცხის მიზეზზე ისაუბრა.

„მათ ჩვენ წინააღმდეგ ისე ითამაშეს, როგორც თამაში ჩვენ თვითონ გვსურდა. ამასთანავე მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. შედეგად, „პელიკანსი“ დაცვაში უფრო თავდაჯერებული გახდა“, – ციტირებს დურანტს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ „თანდერი“ „პელიკანსთან“ დურანტის 32 ქულის მიუხედავად, 119:123 დამარცხდა.

„ნიუ-ორლეანმა“ ტერის კონტრაქტი შესთავაზა

ვეტერან ჯეისონ ტერის წარმომადგენლებმა „ნიუ-ორლეანის“ წარმომადგენლებისგან წინადადება მიიღეს. „ჰიუსტონ როკეტსმა“, რომლის შემადგენლობაში 37 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში ითამაშა, მისი შენარჩუნებისთვის მზად იყო, თუმცა კალათბურთელს კონტრაქტის დეტალები არ აწყობდა, რის შესახებაც „FOX 26 Sports“-ი იტყობინება. ამჟამად გამოცდილი მოთამაშე თავისუფალი აგენტია.

2014/15 წლების სეზონში ტერი „როკეტსში“ „საკრამენტო კინგსითან“ გადავიდა. „ჰიუსტონში“ ჯეისონმა 94 მატჩი ჩაატარა. რეგულარულ მისმა საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 21 წუთში 7 ქულა და 1,6 გადაცემა შეადგინა. პლეიოფში საშუალოდ 29 წუთში ტერიმ 9,2 ქულა და 2,9 პასი მიითვალა.

„ჰიუსტონში“ ტერის ხელფასი 5,9 მილიონ დოლარს შეადგენდა.

როგორ მიიღო ტრავმა ენტონი დევისმა (ვიდეო)

„ნიუ-ორლეან პელიკანსის“ მთავარმა ვარსკვლავმა ენტონი დევისმა „ჩიკაგო ბულზთან“ ანგარიშთ 72:107 წაგებულ მატჩში ტრავმა მიიღო. ფორვარდი ალეიაპის შესრულების დროს დაშავდა

აღნიშნული ტრავმის გამო, ენტონიმ, შესაძლოა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარი გამოტოვოს.

ამ ეტაპზე ტრავმის სირთულის შესახებ ცნობილი არაფერია, მოთამაშე სამედინო შემოწმების გავლას ელის.

მიმდინარე სეზონში ენტონიმ 46 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 24,5 ქულა, 10,3 მოხსნა და 2,7 ბლოკშოთი შეადგინა.