საქართველოს მეორე ლიგის მატჩს 4 000 მაყურებელი დაესწრო

11 მაისს, მეორე ლიგის დასავლეთ ზონაში ქუთაისის სტადიონზე ბაღდათის “საირმესა” და ვანის “სულორს” შორის გამართულ შეხვედრას 4 000 მაყურებელი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების მატჩი 5 მაისს 67-ე წუთზე ჩაიშალა.

ქუთაისში დანიშნული გადათამაშება კი “სულორის” გამარჯვებით, 5:1 დასრულდა, რითაც ვანელებმა პირველ ლიგაში დაბრუნების შანსი შეინარჩუნეს. ამჟამად მეორე ლიგის დასავლეთ ზონას ვანელები ხონის “იმერეთთან” ერთად ლიდერობენ.

“ტორპედო-2” – “საირმე” 4:2

9 თებერვალს, ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობამ მორიგი ამხანაგური მატჩი ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე ბაღდათის „საირმესთან“ გამართა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

გიორგი სუხიაშვილისა და ვლადიმერ ჭყონიას შეგირდებიდან დუბლი ზაურ გოგუაძემ შეასრულა, მე-3 გოლის ავტორი ლაშა ჩიხლაძე გახდა, ერთიც ავტოგოლი გავიდა. სტუმართაგან კი დუბლით ონისე ჩინჩალაძე გამოირჩა.

“ტორპედო-2″(პირველ ტაიმში): გეგუჩაძე, ბერძენაძე, ბურჯანაძე, გაბუნია, ფანცხავა, ხვიჩია, ზაქარაშვილი, ჭიჭინაძე, გოგუაძე, გიორგაძე, ჩიხლაძე.

მეორე ტაიმში შევიდნენ: ნუცუბიძე, გაგოშიძე, ნიკოლაძე, კუჭუხიძე, წიქარიშვილი, ნამიჭეიშვილი, საღრიშვილი, გურეშიძე, თევზაძე, იონანიძე, ჟღენტი.

FCTorpedo.GE