ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ წინა კვირის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
დასავლეთში საუკეთესო „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი აღმოჩნდა, ხოლო აღმოსავლეთში ყველას „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდმა იანის ადეტოკუნბომ აჯობა.
უესტბრუკმა თანდერთან ერთად ოთხი თამაშიდან სამი მოიგო, მისმა საშუალო მაჩვენებელმა კი 34,3 ქულა,9,3 მოხსნა და 9 ასისტი შეადგინა. გარდა ამისა, რასელის ანგარიშზე „ორლანდო მეჯიკთან“ შეხვედრაში შესრულებული ტრიპლ-დაბლია.
რაც შეეხება ადეტოკუნბოს, მისმა გუნდმა ასევე ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, მოთამაშის საშუალო მონაგარმა კი 19,5 ქულა, 11 მოხსნა და 1,75 ბლოკშოთი შეადგინა.