“მეთოფეები” ახალი მეკარის დამატებას აპირებენ, ვინაიდან, არსენ ვენგერი გუნდის კარის დარაჯების თამაშით უკმაყოფილოა.
ფრანგი მწვრთნელი დაიღალა მისი გუნდის მეკარეთა არასტაბილურობით. ვოიცეხ შჩესნი მუდმივად უშვებს შეცდომებს, ხოლო კლუბში არ სჯერათ, რომ დავიდ ოსპინა “არსენალის” ძირითადი მეკარის სტატუსს სრულფასოვნად გაამართლებს.
The Sun-ის მტკიცებით კი, ლონდონელები მეკარის პრობლემის მოგვარებას “ბაიერ 04”-ის 22 წლის მეკარის, ბერნდ ლენოს შეძენით აპირებენ.
გერმანელი ახალგაზრდა ევროპაში ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება, ამიტომაც “არსენალი” მზადაა მასში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.