„დინამოს“ დუბლების ბოლო სპარინგი

3 თებერვალს დინამოს დუბლშემადგენლობა ჩემპიონატის მეორე წრეს დაიწყებს. დინამოელები სამტრედიას დაუპირისპირდებიან. დღეს კი თბილისელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე სპარინგ მატჩში ცხუმს უმასპინძლეს. საინტერესო და სანახაობრივი მატჩი „დინამოს“ გამარჯვებით 7:4 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 15 წუთის შემდეგ უკვე 0:4 აგებდნენ, თუმცა პირველივე ტაიმში მოახერხეს წინ გასვლა. ვეკუას გოლს, ორი შედეგიანი დარტყმა ზარიამ მიამატა და ორი გოლიც გაბრიჩიძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში თამაზ სამხარაძის შეგირდებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს ცხუმის კარში. შედეგიანად ვეკუამ და ლილუაშვილმა ითამაშეს.
„დინამოს“ დუბლები 7:4 „ცხუმი“
გუგეშაშვილი, კაპანაძე (ყურშავიშვილი 53), გადრანი (ლოჩოშვილი 53), კირკიტაძე (კაპანაძე 70), ნემსაძე (კობოური 53), ნ. ბაშალეიშვილი (მ. ბაშალეიშვილი 46), ვეკუა, კვერნაძე (კირკიტაძე 75), გაბრიჩიძე (ბუღრიძე 55), ზარია (ლილუაშვილი 60), მზევაშვილი (ჩაკვეტაძე 30)

fcdinamo.ge