ლავინმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „მინესოტა ტიმბერვულვზის“ უკანახაზელმა ზაკ ლავინმა 37 ქულა დააგროვა, რაც მის პროფესიონალურ ნაკრიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. თამაშიდან 21 სროლიდან მან 13 ჩააგდო, 10 სამქულიანიდან კი – 6. გარდა ამისა, ლავინმა 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ზაკ ლავინმა მთელი მოედანი გაირბინა და ლამაზი დანკი შეასრულა

„ტორონტოსთან“ შეხვედრაში „მინესოტას“ გამთამაშებელმა ზაკ ლავინმა მთელი მოედანი გაირბინა და ორიგინალური დანკი შეასრულა.

ზაკ ლავინის აზრით, იგი ლებრონ ჯეიმსს პირისპირ აჯობებდა

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ უკანახაზელის ზაკ ლავინის აზრით, რომელმაც ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის განვლილი ოლ სტარის დანკების კონკურსი მოიგო, იგი ლებრონ ჯეიმსს დანკებში პირისპირ თამაშის დროს მოუგებდა.

„ვიცი, რომ ლებრონის არსენალში ისაა, რაც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს. იგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტსმენია. თუმცა, როგორც აქამდე ვთქვი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ“, – ციტირებს ლავინს ESNP.-ი