ჩაბი ალონსომ, შესაძლოა, „შახტართან“ ითამაშოს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, რომელმაც „ჰამბურგთან“ ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი კუნთების პრობლემის გამო გამოტოვა, გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო, რაც მის დონეცკის „შახტართან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის დღევანდელ მატჩში თამაშს არ გამორიცხავს.

ხსენებულ შეხვედრაში დანამდვილებით ფრანკ რიბერი ითამაშებს, ფილიპ ლამი კი ახლაც ლაზარეთში რჩება. შეგახსენებთ, რომ მიუნხენელთა კაპიტანმა ტრავმა 18 ნოემბერს მიიღო. ასევე მკურნალობას ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა აგრძელებენ.