ჭანტურიას “კლუჟმა” კვლავ მოიგო და ევროსაგზური დაიბევა

ამნისტირებულმა და გასავარდნი ზონიდან სამეულში დაბრუნებულმა “კლუჟმა” მორიგი შეხვედრა მოიგო. ამჯერად კლუჟელებმა ბუქარესტის “რაპიდს” უმასპინძა და 2:1 სძლია.

გიორგი ჭანტურიამ შეხვედრა სათადარიგოთა შორის დაიწყო და მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა.

33 შეხვედრაში მოპოვებული 57 ქულით “კლუჟმა” ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ევროსაგზური დაიბევა.

გასასვარდნი ზონიდან ევროზონაში – ჭანტურიას “კლუჟის” ნახტომი

გიორგი ჭანტურიას “კლუჟს” რუმინეთის სპორტულმა არბიტრაჟმა თებერვალში დაკლებული 24 ქულა დაუბრუნა, რის შედეგადაც გუნდი მე-16 პოზიციიდან მესამეზე აღზევდა და თუ ამ პოზიციის შენარჩუნებას შეძლებს ევროპის ლიგაზეს მოახერხებს თამაშს.

ეს მოულოდნელი და “კლუჟის” ფანებისთვის სასიამოვნო ამბავი გუშინ, 22 მაისს გადაწყდა. სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ გათამაშებას ჭანტურიას გუნდი -6 ქულით დაიწყებს.

 

გიორგი ჭანტურიამ 96-ე წუთზე კურიოზული ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

28 აპრილს, რუმინეთის ჩემპიონატში “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე “კონკორდია” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი 35-ე წუთზე სტუმრებმა გაიტანეს. 87-ე წუთზე, “კლუჟის” ნახევარმცველმა პაუნ-ალექსანდრუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მატჩის დამატებულ მე-4 წუთზე, პორტუგალიელმა მცველმა ტიაგო ლოპესმა მასპინძლებისათვის გამარჯვების გოლი გაიტანა.

ცხადია, “კლუჟის” ფეხბურთელებმა გოლი ემოციურად აღნიშნეს. ამ მომენტში მოედანზე თანაგუნდელებთან გოლის მისალოცად გიორგი ჭანტურიაც გამოჩნდა, რომელიც თავისი გუნდის მწვრთნელმა 75-ე წუთზე შეცვალა. სწორედ ამის გამო, მსაჯმა ქართველ თავდამსხმელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჭანტურია დერბიში დამარცხდა

რუმინეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში, ქალაქ კლუჟის კლუბებს, “უნივერიტატეასა” და “კლუჟს” შორის დერბი შედგა. მატჩი ნომინალურმა მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს.

საქართველოს ნარკების შემტევი, გიორგი ჭანტურია, “კლუჟის” სასტარტოში იყო და მოედანეზ 71 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.

შეგახენებთ, რომ მეორე წრის დაწყებამდე ქართველი ფეხბურთელის კლუბს 25 ქულა დააკლე, რის შემდაგაც ის უკანასკნელ პოზიციაზე აღოჩნდა. ამჟამად “კლუჟი” 18 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება.

ჭანტურია: “ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ”

რუმინული “კლუჟის” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ ამჟამად გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და სიტუაციის გამოსასწორებლად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ სახელფასო დავალიანების გამო, ჭანტურიას გუნდს 24 ქულა დააკლეს და ის ჩემპიონატის ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

15 მარტს, რუმინეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე “ვიიტორული” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი “კლუჟისათვის” 2015 წელს ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში პირველი იყო.

“სამწუხაროა, რომ ჩემს გოლს გუნდისათვის წარმატება არ მოუტანია. სულელური მიზეზების გამო ბევრ გოლს ვუშვებთ, ეს პრობლემა კი აუცილებლად უნდა აღმოვფხრათ. პრობლემები გვაქვს დაცვაშიც, ამრიგად თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ.

ცუდია, რომ 2015 წელს პირველი გოლი სწორედ ახლა გავიტანეთ. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი, ამიტომ არ ვიცი, მოგვიწევს თუ არა მეორე ლიგაში დაქვეითება. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ შეგვიძლია, ერთად ყველა პრობლემას გავუმკლავდეთ.

მეორე ლიგაზე ფიქრიც კი არ მინდა. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ჩვენ გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე მხარს გვიჭერენ, მათ კი პატივი უნდა ვცეთ. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში”, – ციტირებს ჭანტურიას სიტყვებს Stiridesport.ro.

“კლუჟს” 24 ქულა დააკლეს

რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კლუბს რთული პერიოდი აქვს. “კლუჟი” ვალებშია, სახელფასო დავალიანება 20 მილიონ ევროს შეადგენს. გასული წლის ნოებმერში მოთამაშეები დავალიანების გამო ჩემპიონატის მატჩის ბოიკოტირებასაც აპირებდნენ.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული პრობლემების გამო “კლუჟი” დასაჯეს და 24 ქულა დააკლეს. კლუბის აქტივში 17 ტურში მოპოვებული 34 ქულა იყო. სასჯელის გათვალისწინებით კი “კლუჟს” 10 ქულა დარჩა და მეორედან ადგილიდან გუნდი ბოლო, მე-18 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

შეგახსენბთ, რომ “კლუჟის” ღირსებას პირველ წრეში გიორგი ჭანტურაი იცავდა. ქართველი მოთამაშე დღესაც რუმინულ გუნდთან ერთად ემზადება, თუმცა იტალიური პრესის ცნობით ის კარიერიას დიდი ალბათობით იაპონურ “ტოკიოში” გააგრძელებს. 

გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელების საქციელი, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ატირა (ვიდეო)

2 დეკემბერს, რუმინეთის თასზე, რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე “მიოვენიმ” საკუთარ მოედანზე გიორგი ჭანტურიას “კლუჟს” უმასპინძლა.

62-ე წუთამდე, მასპინძლები მეტოქეს 3:0-ს ამარცხებდნენ, თუმცა 62-ე წუთზე სტუმართა გუნდის ფრანგმა თავდამსხმელმა გრეგორი ტადემ პენალტით ანგარიში ორამდე შეამცირა. 69-ე წუთზე სხვაობა ერთამდე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ დაიყვანა. ამის შემდეგ კი მოედანზე მართლაც უსიამოვნო რამ მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “მიოვენის” ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო, მისმა თანაგუნდელმა კი ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადაგზავნა. ფეირ-ფლეის პრინციპების თანახმად, “კლუჟის” მოთამაშეებს ბურთი მასპინძლებისთვის უნდა დაებრუნებინათ, თუმცა ისინი ასე არ მოიქცნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, 88-ე წუთზე შეტევა გოლით დაასრულეს და ანგარიში გაათანაბრეს.

შეხვედრის დამატებით წუთებზე, საქმე იქამდე მივიდა, რომ “კლუჟმა” კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ ანგარიშით 3:4 გაიმარჯვა.



გიორგი ჭანტურიამ რუმინეთის თასზე გაიტანა (ვიდეო)

2 დეკემბერს, რუმინეთის თასზე, “მიოვენიმ” საკუთარ მოედანზე გიორგი ჭანტურიას “კლუჟს” უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ 61-ე წუთამდე მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ, თუმცა ამის შემდეგ სტუმრებმა ოთხი გოლის გატანა შეძლეს. 68-ე წუთზე თავის გამოჩენა გიორგი ჭანტურიამაც მოახერხა, რომელმაც ანგარიში 3:2 გახადა.

გიორგი ჭანტურიამ “კლუჟს” “რაპიდთან” მოაგებინა (ვიდეო)

30 ოქტომბერს, რუმინეთის თასზე ბუქარესტის “რაპიდმა” საკუთარ მოედანზე “კლუჟს” უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 87-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ მეტოქის კარი დალაშქრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი ჭანტურიამ ბუქარესტის “დინამოს” გაუტანა (ვიდეო)

18 ოქტომბერს, რუმინეთის ჩემპიონატში “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე ბუქარესტის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიშიტ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია, რომელმაც მე-20 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა.

ოფიციალურად: გიორგი ჭანტურიამ ”ვერონასთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

იტალიური ”ვერონას” ქართველმა შემტევმა, გიორგი ჭანტურიამ, კლუბთან თავისი მომავალი გაარკვია.

21 წლის ფეხბურთელმა, კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, იანვრამდე კი იჯარის წესით რუმინულ ”კლუჟში” ითამაშებს.

”ოფიციალურად! საბოლოოდ დამთავრდა ყველანაირი გაუგებრობა, 4 წლიანი კონტრაქტი ”ვერონასთან” და იანვრამდე განათხოვრებით ”კლუჟში”. მადლობა ღმერთს ყველაფერი დალაგდა.” – ასეთი განცხადება გამოაქვეყნა დღეს გიორგი ჭანტურიამ, საკუთარ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

sdqd

საშინელი შეჯახება რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში

რუმინეთში, “სტიაუასა” და “კლუჟს” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან უსიამოვნო რამ მოხდა.