“ინტერი” პერიშიჩს შეუთანხმდა

“ნერაძური” გუნდის შემადგენლობას “ვოლფსბურგის” ლიდერით აძლიერებს.

Sky Sport Italia-ს და La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური და გერმანული გუნდები ხორვატი ნახევარმცველის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

პირველად, იტალიელები ივან პერიშიჩს 2 მილიონად იჯარით აიყვანენ, ხოლო შემდეგ 16 მილიონად გამოისყიდიან.

ხორვატი შემტევი “მგლების” ღირსებას 2013 წლიდან იცავს.

პერიშიჩი “სპორტინგთან” არ იქნება

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის დაბრუნება გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ტრავმის გამო ბუნდესლიგაში “ჰოფენჰაიმთან” და “ლევერკუზენთან” გასამართი მატჩები გამოტოვა.

“მგლების” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ივანი ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში იასპარეზებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პერიშიჩს ლაზარეთში დარჩენა მოუწევს.

მატჩი “ვოლფსბურგსა” და “სპორტინგს” შორის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.