პაულო სოუზა: “”პორტო” უკეთესად გამოიყურებოდა”

“ბაზელის” მთავარმა მწვრთნელმა, პაულო სოუზამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ბაზელი” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “პორტოს” დაუპირისპირდა და ანგარიში ფრედ, 1-1 დასრულდა.

“გაშვებულმა ბურთმა მეორე მატჩისთვის სიტუაცია გაგვირთულა, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ. მოწინააღმდეგე ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა. პორტუგალიელებს გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდათ, მაგრამ გაგვიმართლა, რადგან მხოლოდ ერთხელ გავუშვით გოლი. ამავე დროს, “პორტოს” შესანიშნავი შემსრულებლები ჰყავს,”-განაცხადა სოუზამ UEFA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე.

“მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიაში ფავორიტი “პორტო” იქნება, ჩემი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა შემდგომ ეტაპზე ვიასპარეზოთ.”