“შალკეს” ახალგაზრდა მეკარემ, ტიმონ ველენროიტერმა მის დებიუტზე ისაუბრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩში შედგა.
19 წლის კიპერის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ შედგა, სადაც გერმანელმა რამდენიმე ეპიზოდში დამაჯერებელი ქმედებებით მისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
“მოხარული ვარ, რადგან თამაში შევძელი და დებიუტი დიდ ტურნირზე მქონდა. მატჩამდე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ რამდენიმე დამაჯერებელი ეპიზოდის შემდეგ მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო,”-განაცხადა ველენროიტერმა “შალკეს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
“სხვაგვარი შედეგის დაფიქსირება გვსურდა, მაგრამ 0-2 დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, მომდევნო მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”.