“ბაიერნი”: ალკანტარამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო

ესპანელი ნახევარმცველის მომჯობინების პროცესი ყოველდღიურად უკეთესდება.

ტიაგო ალკანტარა უკვე დიდი ხანია, რაც ლაზარეთშია. მიზეზი მუხლის მრავალჯერადი დაზიანებებია.

23 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 2014 წლის მარტში ითამაშა. ამის შემდეგ, ბარსელონაში სარებილიტაციო კურსი გაიარა, ხოლო ახლა, მიუნხენში დაბრუნდა.

ყველაფრის მიუხედავად, “რეკორდმეისტერთა” სამედიცინო შტაბი ყველაფერს იზავს, ფეხბურთელი რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს მოედანზე, მაგრამ ტიაგოს დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.