ფოფხაძე და ძალამიძე “იაგელონიას” დაუზავდნენ

პოლონური ექსტრაკლასას 26-ე ტურში “იაგელონიამ” კრაკოვის “ვისლა” მიიღო. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ორივე ქართველმა, გიორგი ფოფხაძემ და ნიკა ძალამიძემ 90 წუთი ითამაშეს. ფოფხაძემ ძირითადი დროის დასარულებამდე 2 წუთით ადრე ყვითელი ბარათიც მიიღო.

26 ტურის შემდეგ “იაგელონია” 42 ქულით მესამე პოზიციაზეა და ლიდერ “ლეგიას” 7 ქულით ჩამორჩება.

ფოფხაძე “იაგელონიას” დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრების კანდიდატი, გიორგი ფოფხაძე კარიერას პოლონურ “იაგელონიაში” გააგრძელებს, სადაც ადრეც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მარცხენა მცველი მინსკის “დინამოში” ვარჯიშობდა და მისი დარჩენა ბელორუსულ კლუბში ფაქტობრივად გადაწყვეტილიც იყო, თუმცა საბოლოოდ ფოფხაძე პოლონეთში აღმოჩნდა.

“იაგელონია” ამჟამად ექსტრაკლასას მეორე პოზიციაზე იმყოფება. გუნდის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, ნიკა ძალამიძე იცავს.

ფოფხაძე ანანიძის გარეშე მოთამაშე “სპარტაკთან” დამარცხდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა დუშან უჰრინის მინსკის “დინამომ”, სადაც გიორგი ფოფხაძე ისინჯება, ამხანაგური მატჩი მოსკოვის “სპარტაკთან” გამართა. შეხვედრა რუსული კლუბის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

მოსკოველთა შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია ჯანო ანანიძეს. რაც შეეხბება ფოფხაძეს, მის შესახებ მინსკელთა დამრიგებელს გადაწვყეტილება ჯერ არ მიუღია.

იმ შემთხვევაში, თუ ფოფხაძე ბელორუსულ კლუბში არ დარჩება, დიდი ალბათ ის კარიერას პოლონურ “იაგელონიაში” გააგრძელებს.