“ვოლფსბურგმა” ვიერინიას გაუხანგრძლივა

“მგლებმა” პორტუგალიელ ნახევარმცველთან ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

“ვოლფსბურგის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიერინიასთან შეთანხმება შედგა. ფეხბურთელი გუნდში 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის შემტევს გუნდთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე ზაფხულს ეწურებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელით გელზენკირხენული “შალკე” ინტერესდებოდა, მაგრამ თავად მოთამაშემ “ვოლფსბურგში” დარჩენა გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში, ვიერინიამ ბუნდესლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლითა და ხუთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.