“ევიანი” — “ლორიენი” გადაიდო (ფოტო)

საფრანგეთის 26-ე ტურში “ევიანსა” და “ლორიენს” შორის დღეს გასამართი მატჩი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეხვედრის გადადების მიზეზი დიდთოვლობა გახდა. მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “ევიანს” მე-18, “ლორიენს” კი მე-16 ადგილი აქვს დაკავებული.

snowfall