უკრაინელი ნახევარმცველი, იევჰენ კონოპლიანკა დარწმუნებულია, რომ მის ახალ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალა აქვს.
“ყველა მოთამაშე გუნდში გამარჯვების სურვილითაა. როდესაც ტიტულს ვიგებთ, ეს მთლიანი გუნდის დამსახურებაა. მე ყოველთვის აღვიქვამ გუნდს, როგორც ოჯახს”.
“აქ იმისთვის ვარ, რომ ვიბრძოლო სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის. “სევილიაში” მაღალი დონის ფეხბურთელები, დიდი გამოცდილების მწვრთნელით არიან”.
“ავირჩიე ანდალუსიური გუნდი სხვა შეთავაზებების მიუხედავად. ეს არის ძლიერი გუნდი, რომელსაც რამდენიმე ტიტულის ერთად მოგება შეუძლია. ჩვენ გვძალუძს მოვიგოთ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. პრიმერა დივიზიონს ორი საუკეთესო გუნდი ჰყავს: მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”, რომელთა დამარცხებაც თავისუფლად შეგვიძლია,”-აცხადებს უკრაინელი შემტევი.