ინგლისური გრანდები “ახალი კურტუათი” დაინტერესდნენ

ბრიტანული პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი” “ანდერლეხტის” 15 წლის მეკარეს, მაილ სვილარს აკვირდებიან.

ბელგიელ კიპერს უკვე “ახალ კურტუად” მოიხსენიებენ. სვილარმა “ჩელსიში” ვარჯიშიც ჩაატარა – მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ახალგაზრდულ ტურნირებზე დასავლეთლონდონური გუნდის სკაუტების ყურადღება მიიქცია.

15 წლის მეკარის მიმართ ინტერესს ესპანური კლუბებიც იჩენენ.