“მონაკოს” ხორვატი მეკარე, დანიელ სუბაშიჩი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩისთვის ემზადება.
“ლონდონური გუნდი ამ დაპირისპირების ფავორიტია, მაგრამ მატჩის საბოლოო ანგარიში წინასწარ არავინ იცის. ჩვენ უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ”.
“მეტოქე გუნდს დიდი მწვრთნელი ჰყავს, ეს ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვეშინია”.
“მართალია, მიმდინარე სეზონში კარგად ვერ გამოვიყურებით, რაზეც საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო მდგომარეობა მეტყველებს. გუნდმა ზაფხულში ორი ლიდერი: რადამელ ფალკაო და ხამეს როდრიგესი დაკარგა, ამიტომაც, მათი შევსება ძალიან გაგვიჭირდა. ახლა, გუნდი კარგ სათამაშო ფორმას უბრუნდება,”-დაასრულა ხორვატმა მეკარემ.