ფრანგული გუნდი უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს ფრანგ ნახევარმცველს, კლემენტ გრენიეს გაუფორმებს.
“პირველ რიგში, საჭიროა კლემენტმა ფეხის დაზიანება მოირჩინოს,”-განაცხადა “ლიონის” პრეზიდენტმა, ჟან მიშელ ოლამ.
“ვფიქრობ, ორ კვირაში მწყობრში იქნება. ამის შემდეგ, ვაპირებთ მას ახალი კონტრაქტი შევთავაზოთ. ძალიან კარგი იქნება, თუ ის დარჩება”.
მიმდინარე ხელშეკრულების ვადა გრენიეს გუნდთან 2016 წელს გასდის.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აგვისტოში ახალგაზრდა ფრანგმა საზარდულის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ გუნდის ლაზარეთშია.