მაკარიძემ “ტონდელასთან” კარი მშრალად შეინახა

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 30-ე ტურში “ფეირენსემ” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, “ტონდელას” უმასპინძლა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მასპინძელთა კარს გიორგი მაკარიძე იცავდა. 25 წლის ქართველი მეკარისთვის ეს გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩია. სულ მიმდინარე სეზონში მაკარიძემ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“ფეირენსე” კი 24 გუნდიან ჩემპიონატში 30 ტურის შემდეგ მე-10 პოზიციაზეა.