U 17: მეორე სპარინგი სლოვაკებთან

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მეოდანზე საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სლოვაკ თანატოლებთან მეორე სპარინგ შეხვედრა გამართეს.

ამჯერად, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანარიში პირველ ტაიმში სლოვაკებმა დანჩაკის გოლით გახნეს. მასპინძლებმა გათანაბრება შესვენების შემდეგ მოახერხა. შედეგიანი დარტყმის ავტორი შეცვლაზე შემოსული არდაზიშვილი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ტყებუჩავას შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

საქართველო U17 1-1 სლოვაკეთი U17

საქართველო: ჩოჩიშვილი, ჭურაძე, ბულუხაძე, კუხიანიძე, კობოური, სამურკასოვი, ნიკოლაშვილი, არველაძე, ბუღრიძე, არაბიძე, კოხრეიძე

სათადარიგოები: ისიანი, ასათიანი, ვირუბოვი, მალაზონია, არდაზიშვილი, ლეჟავა, მუზაშვილი. 

სლოვაკეთი: ვავრუში, იაშურეკი, შულეკი, შტრბა, სუსოლიკი, ვარგა, დანჩაკი, ტეშლარი, კელე, კოლესარი, დუბეცი

სათადარიგოები: სზარაზი, პასტორეკი, ტუფტა, ლაუკო, ჰერცი, შიმკო, ჰალგოში.