“ტოტენჰემ ჰოთსპურის”, “არსენალისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა სოლ კემპბელმა შესაძლოა ლონდონის მერის დამდეგ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
“დეილი მეილის” ცნობით, 40 წლის კემპბელი კონსერვატიული პარტიიდან იბრძოლებს. მხარეებს შორის შესაბამისი კონსულტაციები უკვე დასრულებულია.
თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ხაზი გაუსვა იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებზეც მერად არჩევის შემთხვევაში იმუშავებს. კემპბელი ლონდონის გარეუბნებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გეგმავს და პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოდის.
ლონდონის მერის არჩევნები 2016 წელს გაიმართება.