რევიშვილი და ცხოვრებოვი გორის „დილაში“ გადადიან

„ტოსნოს“ მეკარე ნუკრი რევიშვილი და მცველი ალბერტ ცხოვრებოვი კარიერას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის გორის „დილას“ შემადგენლობაში გააგრძელებენ.

განვლილ სეზონში რუსეთის პირველ დივიზიონში „ტოსნოს“ შემადგენლობაში რევიშვილმა 21 შეხვედრა ჩაატარა. გაზაფხულში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერგეი ნარუბინის მოსვლის შემდეგ ქართველს თამაშის შანსი არ ჰქონია.

რაც შეეხება ცხოვრებოვს, განვლილ სეზონში მან მხოლოდ რვა შეხვედრაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ერთი საათის წინ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გორელთა მეტოქის ვინაობა გაირკვა.

“ტოსნომ” თეთრაშვილი განაცხადში შეიყვანა

რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა, ტიხვინის “ტოსნომ” ახალწვეულები გათამაშების განაცხადში შეიყვანა. მათ შორის არის 26 წლის გურამ თეთრაშვილიც, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და “ტოსნომდე” რუსეთის პირველ და მეორე ლიგებში ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ “ტოსნოს” რიგებში სამი ქართველი მოთამაშე, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ოთარ მარცვალაძე თამაშობენ.