“ვიტესის” ფეხბურთელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ის ცნობით, არნემის “ვიტესის” მცველი უოლას ოლივეირა დოს სანტოსი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ინციდენტის დეტალები არ ხმაურდება. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფაქტი არნემის ერტ-ერთ რესტორანში მოხდა. 20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლ;ონდონის “ჩელსის” ეკუთვნის, “ვიტესში” კი იჯარის წესით თამაშობს.

ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში უოლასმა 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

“მონაკოს” მცველი 4 მატჩით დასაჯეს

“მონაკოს” ბრაზილიელი მცველი უოლასი დისკვალიფიკაციის გამო 4 შეხვედრას გამოტოვებს. “ლიონთან” მატჩის დროს ფეხბურთელმა სამუელ უმტიტის ფეხი დაადგა, რაც მთავარ არბიტრს გამორჩა.

სადისციპლინო კომიტეტმა მოთამაშის დასჯა გადაწყვიტა და 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა, თუმცა სასჯელი 3 მარტიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უოლასი პსჟ-სთან თამაშს შეძლებს.