მანჩინი: „ინტერს“ „ვოლფსბურგთან“ ძალიან გაუჭირდება“

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უეფა-ს ევროპის ლიგის კენჭისყრის შედეგზე ისაუბრა. ცნობისთვის, „ნერაძურის“ მეტოქე გერმანული „ვოლფსბურგი“ იქნება.

„ვოლფსბურგთან“ მატჩები ძალიან რთული იქნება. 1/8 ფინალის შეხვედრები ადვილი არასდროსაა. ამავდროულად ტურნირის ეს ეტაპი მეტად საინტერესოა. საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას შევეცდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ „ვოლფსბურგი“ ბუნდესლიგაში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს – ამ გუნდმა ცოტა ხნის წინ „ბაიერნი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა“, – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს უეფა-ს ოფიციალური საიტი.