პატრიკ კლუივერტმა “პსჟ” დატოვა

პატრიკ კლუივერტმა “პარის სენ-ჟერმენის” დირექტორის პოსტი დატოვა. ამ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრების, “აიაქსის”, “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი 2016 წლის ივლისში “პსჟ”-ს ფეხბურთის დირექტორის პოსტზე დანიშნეს.

როგორც ჩანს კლუივერტი უნაი ემერის არასახარბიელო შედეგებს შეეწირა. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

კლუივერტი: “ბარსელონას” ან “მილანის” გაწვრთნაზე ვოცნებობ”

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი გამოტყდა, რომ კატალონიური გუნდის გაწვრთნაზე ოცნებობს. ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რამდენიმე კლუბისგან შემოთავაზებაც მიიღო.

“ბარსელონას”, “მილანის” ან სხვა ევროპული უმაღლესი დონის კლუბის მწვრთნელად გახდომაზე ვოცნებობ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ახალ დონეზე გადასვლა მინდოდა, თუმცა მოცდა მომიწევს. უნდა განვვითარდე და შანსს დაველოდო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცემა. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, თუმცა ჩემი დარწმუნება ვერ შეძლეს. მე ჩემთვის საუკეთესო ვარიანტს ამოვარჩევ”, – კლუივერტის სიტყვები კატალონიურმა გამოცემა “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.