27 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, თბილისის “დინამოს”, კიევის “დინამოს”, “მილანისა” და “ჯენოას” ყოფილ ფეხბურთელს – კახა კალაძეს დაბადედის დღე ჰქონდა. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი 37 წლის გახდა.
რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ულოცავენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები – ანდრეა პირლო, ალესანდრო ნესტა, ანდრეი შევჩენკო, პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა და სხვები კახა კალაძეს 37-ე იუბილეს.