“სტოკ სიტიმ” “ვესტ ბრომთან” ბერაჰინოს ტრანსფერი შეათანხმა

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “სტოკ სიტისა” და “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელებმა საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც ცნობილი ხდება, “ვესტ ბრომვიჩი” ამ ტრანსფერიდან 10 მილიონ ფუნტს მიიღებს, რაც შესაძლოა, კიდევ 5 მილიონით გაიზარდოს, თუ ბერაჰინო “ბრიტანიაზე” დიდ წარმატებებს მიაღწევს.

23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გაოფიციალურებამდე, 23 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

“ვესტ ბრომის” ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:”დღეს, კლუბმა “სტოკ სიტისთან” ბერაჰინოს ტრანსფერი შეათანხმა. დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით. ”

“მან.სიტი” ბერაჰინოსთვის ბრძოლაში ერთვება

ინგლისის ვიცე-ჩემპიონები პრემიერ ლიგის კიდევ ერთი ტალანტის ყიდვას აპირებენ.

“ლივერპულიდან” რაჰიმ სტერლინგის 49 მილიონად დამატების შემდეგ, “ქალაქელებს” შემადგენლობის ინგლისელებით დაკომპლექტება მოუნდა.

Sunday People-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” სერიოზულად განიხილავს საიდო ბერჰინოს კანდიდატურას, რომელიც “ტოტენჰემს” და “ნიუკასლსაც” სურს.

21 წლის შემტევს, რომელიც გასულ სეზონში 14 გოლით გამოირჩა, “კაჭკაჭები” 25 მილიონ ფუნტად აფასებენ.

პულისი: “ბერაჰინოს შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთელი გახდეს”

“ვესტ ბრომვიჩის” მთავარი მწვრთნელი, ტონი პულისი აქებს საიდო ბერაჰინოს, რომლის ბრწყინვალე გოლის ხარჯზეც, ალბიონელებმა “საუთჰემპტონი” დაამარცხეს.

“საიდომ ბრწყინვალე გოლით მნიშნელოვანი სამი ქულა მოგვიტანა, მას შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთელი გახდეს,”-განაცხადა პულისმა.

“მას შემდეგ, რაც გუნდში მოვედი, ეჭვგარეშეა, რომ ბერაჰინო სწორი მიმართულებით მიდის, ის კარგად პროგრესირებს”.

21 წლის ფეხბურთელისთვის გუშინდელი გოლი პრემიერ ლიგაში მეათე იყო.