ობამეიანგი: “დერბიში გამარჯვება ორგაზმის ტოლფასია”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, პიერე-ემერიკ ობამეიანგმა რურის დერბიში გამარჯვების(3-0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“დერბიში გამარჯვების დროს იმავე ვგრძნობ, რასაც ორგაზმისას,”-განაცხადა ობამეიანგმა Goal.Com-თან.

ობამეიანგმა მატჩს წერტილი 78-ე წუთზე დაუსვა. მანამდე ჰენრიკ მხითარიანმა და მარკო როისმა გაიტანეს.

“შემიძლია გითხრათ, რომ მატჩის შემდეგ ძალიან დადებით მუხტს ვგრძნობდი. მეორე ტაიმში გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ბევრი მომენტი გოლით ვერ დავასრულეთ”.

“პირველად გავიგე, დიქტორს ჩემი სახელი ზედიზედ სამჯერ გამოეცხადებინოს. ეს გიჟური იყო. მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი გვქონდა”.