“აიაქსის” ნახევარმცველი: “პსვ”-ის ფანებმა მოედანზე ტელეფონიც კი ისროლეს”

ჰოლანდიის ჩემპიონატის 25-ე ტურში “პსვ”-სა და “აიაქსს” შორის გამართული შეხვედრა ამსტერდამელების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ “აიაქსის” ნახევარმცველმა რიშედლი ბაზურმა განაცხადა, რომ მასპინძელი გუნდის ფანები ტრიბუნიდან ყველაფერს ისროდნენ, რაც ხელში მოხვდებოდათ. 18 წლის ფეხბურთელის თქმით, ქომაგებმა მოედანზე ტელეფონიც კი გადმოაგდეს.

“ბურთთან პირველ შეხებამდე მათ ვუსმენდი, შემდეგ კი თამაშზე გავაკეთე კონცენტრაცია. როდესაც პირველ კუთხურს ვაწვდიდი, მოედანზე რა აღარ ეცემოდა. ტელეფონიც კი შევნიშნე, IPhone 4. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო”, – ციტირებს ბაზურის სიტყვებს ED.

რიშედლი ბაზური “აიაქსამდე” სწორედ “პსვ”-ის ღირსებას იცავდა.