აიბი ერთ თვეს იუქმებს

“ლივერპულის” ნახევარმცველი ჯორდონ აიბი უახლოეს ერთ თვეს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს. ინფორმაციას ESPN ავრცელებს. მოთამაშე ევროპის ლიგაზე “ბეშიქთაშთან” შეხვედრის დროს დაშავდა.

ამრიგად, აიბი ბრენდა როჯერსს “ბარნლის”, “სუონის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩებში ვერ დაეხამრება.

მიმდინარე სეზონში აიბმა პრემიერლიგაში 5 შეხვედრა ჩაატარა.