ადამ ჯონსონი FIFA 2016-დან ამოშალეს

ვიდეოთამაშ FIFA 2016-ის შემქმნელებმა “სანდერლენდის” ყოფილი ნახევარმცველი ადამ ჯონსონი თამაშიდან ამოშალეს. ამის მიზეზი FIFA 2016-ის მოთამაშეთა თხოვნა გახდა. ამრიგად, 28 წლის ფეხბურთელი სიმულატორში არც “სანდერლენდის” და არც ინგლისის ნაკრების რიგებში აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ადამ ჯონსონი არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში დამნაშავედ სცნო. 12 ნაფიცი მსაჯულიდან ათმა მათგანმა ფეხბურთელი დამნაშავედ დაასახელა. ადამ ჯონსონს ვერდიქტის გასაჩივრებისთვის რამდენიმე კვირა აქვს. მას ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ ინციდენტის დადასტურების შემდეგ “სანდერლენდმა” ადამ ჯონსონთან კონტრაქტი გაწყვიტა.

 

ადამ ჯონსონი სკოლის მოსწავლესთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დააკავეს

“სანდერლენდის” ნახევარმცველი ადამ ჯონსონი სკოლის მოსწავლესთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვია, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა 15 წლის გოგონასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.

პოლიციამ უკვე ჩაატარა ჩხრეკა ჯონსონის ბინაში. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

“სანდერლენდმა” ინციდენტის დეტალების ბოლომდე გარკვევამდე ადამ ჯონსონი ვარჯიშებიდან დაითხოვა.