ემერსონი: “რომას” “იუვესთან” დაწევა ძალიან გაუჭირდება”

“რომას” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემერსონმა განაცხადა, რომ “ბებერ სინიორას” იტალიის ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს.

“რომას” “იუვენტუსთან” დაწევა ძალიან გაუჭირდება. “იუვე” ძლიერი გუნდია და ქულათა შორის სხვაობაც დიდია. “რომას” “იუვენტუსისთვის” რომ მოეგო (1:1), საჩემპიონო ბრძოლაში თავდაჯერებას შემატებდა საკუთარ თავს.

რაც შეეხებათ ტურინელებს, მათ ძალზედ გაუჭირდებათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში. გერმანელებს ცუდი პერიოდი ჰქონდათ, თუმცა ახლა კარგ ფორმაში არიან”, – ემერსონის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ლიდერ “იუვენტუსსა” და მადევარ “რომას” შორის სხვაობა ცხრა ქულას შეადგენს.