პრიმერადივიზიონის თებერვლის სიმბოლური გუნდი

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ პრიმერადივიზიონის თებერვლის თვის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ თვის სიმბოლურ გუნდში მადრიდის “რეალისა და “ბარსელონას” შემადგენლობებიდან მხოლოდ თითო-თითო ფეხბურთელი მოხვდა.

პრიმერადივიზიონის თებერვლის თვის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ალვარესი (“სელტა”);
მცველები: კაბრალი (“სელტა”), მუსტაფი (“ვალენსია”), გაია (“ვალენსია”), როსალესი (“მალაგა”);
ნახევარმცველები: კრონ-დელი (“სელტა”), ისკო (“რეალი”), პარეხო (“ვალენსია”);
თავდამსხმელები: მესი (“ბარსელონა”), ბუენო (“რაიო ვალეკანო”), გრიზმანი (“ატლეტიკო”).