“ტვენტეს” სამი ქულა ჩამოაკლეს

ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ “ტვენტეს” ქვეყნის ჩემპიონატში სამი ქულა ჩამოაკლო. ამგვარი გადაწყვეტილება იმისა გამო იქნა მიღებული, რომ კლუბმა დავალიანება დადგენილ დროში ვერ დაფარა.

ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ “ტვენტემ” ვალის დაფარვის გრაფიკი კი დაადგინა, თუმცა ის უკვე მეორედ დაარღვია. კლუბში უკვე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ.

დაჯარიმების შემდეგ სატურნირო ცხრილში “ტვენტემ” მერვე ადგილიდან მეცხრე პოზიციაზე გადაინაცვლა.